მწვრთნელის შემდეგ “ლოკომოტივი” 10 ფეხბურთელს დაემშვიდობა

0
72

თბილისის “ლოკომოტივიდან” მთავარი მწვრთნელის რევაზ გოცირიძის წასვლის შემდეგ, კლუბი ათმა ფეხბურთელმა დატოვა. ამის შესახებ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე გუნდის პრესსამსახური იუწყება:
“ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თბილისის ლოკომოტივი შემდეგმა ფეხბურთელებმა დატოვეს: გიორგი გაბაძემ, ნიკა ჭანტურიამ, რომა ჩაჩუამ, ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა, მიხეილ ბაშელეიშვილმა, დავით სამურკასოვმა, მამია გავაშელიშვილმა, გურამ ხარებავამ, ლაშა ოზბეთელაშვილმა და გაბრიელ ხუციშვილმა”.
ლაშა თაბაგარი