„ბარსელონას“ მომავალი წლის ზაფხულში მაღალი დონის გარემარბის შეძენა სურს, რომელსაც გოლების გატანა შეუძლია და ასევე ლამინ იამალს საგოლე მომენტების შექმნაში დაეხმარება.
Diario Sport-ის ინფორმაციით, ესპანური გრანდის ხელმძღვანელები ხვიჩა კვარაცხელიაზე („ნაპოლი“), რაფაელ ლეაუზე („მილანი“) და მარკუს რაშფორდზე ინფორმაციას აგროვებენ და ასევე სიტუაიციის განვითარებას აკვირდებიან. ჯერ კლუბს ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან გადაწყვეტილება არცერთზე მიუღია, რადგან ბევრი რამაა დამოუკიდებული თუ როგორი ფინანსური მდგომარეობა ექნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. საქმე ისაა, რომ ამ მოთამაშეებიდან რომელიმეს შეძენა სერიოზულ თანხასთანაა დაკავშირებული.
ლაშა თაბაგარი





