აბუაშვილი „მეცში“ აგვისტოში საუკეთესოა

0
1

„მეცის“ გულშემატკივრებმა გიორგი აბუაშვილი აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შესახებ საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბის პრესსამსახური იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის გარემარბმა აგვისტოში ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა – „გენგამთან“ 2:1 მოგებულ შეხვედრაში გადამწყვეტი ბურთი შეაგდო. ის „ლავალთან“ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში საუკეთესოდ დაასახელეს.
აბუაშვილი „მეცს“ შარშან შეუერთდა და საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 23 მატჩში 2 გოლი მიითვალა. გასული სეზონის მერე, „მეცი“ ლიგა 2-ში დაქვეითდა.
ლაშა თაბაგარი