„არსენალს“ საკა დიდი ხნით გამოაკლდა

0
56

ლონდონის „არსენალს“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ბუკაიო საკა დიდი ხნით გამოაკლდა.
ინგლისის ეროვნული ნაკრების 23 წლის თავდამსხმელმა მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმა პრემიერლიგის მე-17 ტურში „კრისტალ პალასთან“ 5:1 მოგებულ მატჩში მიიღო. ის პირველ ტაიმში შეცვალეს და სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.
„ის ბევრი კვირით გამოგვაკლდა. ეს დიდი დანაკარგია, მაგრამ ჩვენთვის სერიოზული გამოცდაა, რომ კიდევ ერთ გამოწვევას გავუმკალვდეთ“ – იუწყება ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის მიკელ არტეტას ნათქვამს The Independent.
მიმდინარე სეზონში საკამ „არსენალის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 24 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი