იტალიის სერია A-ს აუტსაიდერ „მონცას“ სალვატორე ბოკეტი გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
38 წლის სპეციალისტმა მონცელებთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მან ალესანდრო ნესტა შეცვალა. მანამდე, ბოკეტის მთავარ მწვრთნელად არასოდეს უმუშავია. ის 2021-2023 წლებში „ვერონას“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, ხოლო 2022 წელს დროებითი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა.
ლაშა თაბაგარი





