ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – 12 გოლი და 4 საგოლე პასი.
მე-17 ტურში “კარლსრუე” “პადერბორნს” ეწვია და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის წყალობით დაამარცხა. მატჩის მე-16 წუთზე კარლსრუელთა შეტევის დროს მეტოპქის საჯარიმოში მყოფმა ზივზივაძემ პასი იუნგს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. 34-ე წუთზე “კარლსრუეს” მეკარემ ფეხით გრძელი პასი გაუკეთა მასპინძლების ნახევარზე გახსნილ ზივზივაძეს, რომელსაც დაასწრო “პადერბორნის” მეკარემ, მაგრამ ამ უკანასკნელმა ცუდად დაიმროჩილა ბურთი, რომელიც ქართველმა წაართვა და მიმდინარე სეზონში თავისი მე-12 გოლი გაიტანა. “პადერბორნიდან” ერთი გოლი 45-ე წუთზე პენალტიდან ობერმაიერმა მიითვალა. ზივზივაძე ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს. “კარლსრუემ” 29 ქულით პირველი წრე 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერად დაასრულა.
მეორე ბუნდესლიგა 17 იანვარს განახლდება, ხოლო “კარლსრუე” თავის მატჩს 19 იანვარს სტუმრად “ნიურნბერგთან” ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი




