პაპუნაშვილის მომგებიანი გოლი აზერბაიჯანში

0
43

გიორგი პაპუნაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავისი მე-5 გოლი გაიტანა. პირველი ეტაპის ბოლო ტურში „ზირემ“ სტუმრად „საბაილი“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველის მიერ 77-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა. პაპუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც „ზირეს“ კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა დავით ვოლკოვმა. პაპუნაშვილი „ზირეში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და მეტოქეთა კარი 5-ჯერ 12 მატჩში აიღო.
„ზირეს“ 30 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი