გვარდიოლამ ჰოლანდის დაბალი შედეგიანობის მიზეზი განმარტა

0
74

„მანჩესტერ სიტის’ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ბოლო მატჩებში ნორვეგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის დაბალი შედეგიანობის მიზეზი განმარტა.
„მიზეზი, რომლის გამო ის შესაძლოა ისეთი პროდუქტიული არაა, იმაში მდგომარეობს, რომ იმდენ საგოლე მომენტს ვერ ვქმნით როგორც ადრე. მისთვის იოლი არაა, როდესაც ორი, სამი ან ზოგჯერ ოთხი მცველი უპირისპირდება. ჩვენ უფრო მეტი კარგი შესაძლებლობა უნდა შევქმნათ, უკეთესად ვითამაშოთ, რათა ჰოლანდს თავისუფალი სივრცე შეექმნას“ – იუწყება გვარდიოლას ნათქვამს „სიტის“ პრესსამსახური.
24 წლის ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტის“ მაისურით ჩატარებულ 23 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მან ბოლო 5 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი