წიტაიშვილმა პირველი წრე საგოლე პასით დაასრულა

0
74

გიორგი წიტაიშვილმა „გრანადაში“ გადასვლის შემდეგ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თავისი მე-2 საგოლე პასი შეასრულა. 21-ე ტურში გრანადელები სტუმრად „ეიბარს“ დაუპირისპირდა და ქულა აიღო – 1:1.
ამჯერად, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა. „ეიბარიდან“ ანგარიში მე-15 წუთზე პუერტასმა გაიტანა. 64-ე წუთზე სტუმრებს ჰონგლა გაუძევეს.
82-ე წუთზე წიტაიშვილმა კუთხური ჩააწოდა და ზუსტი პასი ინსუას გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. „გრანადამ“ პირველი წრე 33 ქულით მე-6 ადგილზე დაასრულა 22 გუნდს შორის. წიტაიშვილმა., რომელიც კიევის „დინამოდანაა“ განათხოვრებული სადებიუტო სეზონში ჩემპიონატში 28-ჯერ ითამაშა, ხოლო თასზე – 2. მან ერთი გოლი გაიტანა და ორჯერ თანგუნდელებს გაატანინა.
ლაშა თაბაგარი