ინგლ;ისის ჩემპიონშიფის 22-ე ტურში „უოტფორდი“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, სტუმრად „ბარნლის“ დაუპირისპირდა და 1:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები მე-9 წუთზე ანტონიმ დააწინაურა, ხოლო 63-ე წუთზე ბრონვილმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე ბაამ გაიტანა.
„უოტფორდის“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. „ბარნლისთან“ დაპირისპირებამდე ჩაკვეტაძის გუნდმა 2 თამაში მოიგო, ხოლო 3 ფრედ დაასრულა. „უოტფორდი“ 34 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




