კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და „ჯენოასთან“ ითამაშა

0
53

ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა მოირჩინა და იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ითამაშა. „ნაპოლი“ სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
სტუმრები მე-15 წუთზე ანგისამ დააწინაურა, ხოლო რაჰმანიმ 23-ე წუთზე ნეაპოლელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 51-ე წუთზე გენუელებიდან თავი პინამონტიმ გამოიჩინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო.
„ნაპოლი“ 38 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, მაგრამ მეორეადგილოსან ბერგამოს „ატალანტასთან“ შედარებით ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი