„მანჩესტერმა“ რაშფორდი ტრანსფერზე დააყენა

0
54
England's Marcus Rashford celebrates after scoring the opening goal during the World Cup group B soccer match between England and Wales, at the Ahmad Bin Ali Stadium in Al Rayyan , Qatar, Tuesday, Nov. 29, 2022. (AP Photo/Frank Augstein)

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავდამსხმელ მარკუს რაშფორდის გაყიდვა გადაწყვიტა, იუწყება The Guardian.
მანჩესტერელთა ახალი მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი და კლუბის თანამფლობელი ჯიმ რეტკლიფი 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენებაზე შეთანხმდნენ.
27 წლის რაშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია. მან ინგლისური გუნდის რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 426 მატჩში 138 გოლი გაიტანა. ის ინგლისის ეროვნულ გუნდში 2016 წლიდან გამოდის და 60 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი