ირაკლი ეგოიანმა მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების რანგით მე-2 დივიზიონში თავისი მე-3 გოლი გაიტანა. არნემის „ვიტესი“, რომელშიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, შინ „უტრეხტი II”-ს შეხვდა და 2:1 აჯობა.
ეგოიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მეკარისგან კარგი პასი მიიღო, ხოლო საჯარიმოში შესულმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მან შეუცვლელად ითამაშა. „ვიტესს“ ფინანსური პრობლემების გამო სეზონი წინ ქულები დააკლეს და მინუს 8 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





