საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2026 ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ძირითადი რაუნდი გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა მე-10 ჯგუფის პირველ შეხვედრაში „თბილისი არენაზე“ კოსოვოს უმასპინძლეს და ორბურთიანი სხვაობით აჯობეს.
მე-11 წუთზე მარზეკუს გადაცემის შემდეგ ქერიმიმ ანგარიში გახსნა – 0:1. მე-12 წუთზე გიორგი ღავთაძემ დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა და თანაფარდობა აღადგინა – 1:1.
განვლილი მატჩი 101-ე აღმოჩნდა ეროვნული ნაკრების მაისურით არჩილ სებისკვერაძისთვის, რომელსაც მეორე ტაიმის დაწყების წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა სამახსოვრო მაისური გადასცა.
23-ე წუთზე ირაკლი თოდუამ მეტოქის ნახევარზე ბურთი ჩაჭრა და პასი ღავთაძეს გაუკეთა, რომელმაც ჩვენი გუნდი დააწინაურა. 32-ე წუთზე სებისკვერაზე თავის ნახევარზე აართა მეტოქეს ნურთი, რომელის მეკარსთან პირისპირ გასულმა თავს ზემოთ გადაუგდო – 3:1. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და საქართველოს ნაკრებმა თავის აქტივში 3 ქულა ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ კოსოვოსთან შეხვედრაში ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ბოლო წლებში პირველად არცერთ ნატურალიზებულ ბრაზილიელს ან სხვა უცხოელს არ უთამაშია.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 18 დეკემბერს სტუმრად საფრანგეთთან ჩაატარებს, რომელმაც ბულგარეთი დაამარცხა.
მატჩის ოქმი –საქართველო 3:1 კოსოვო
ლაშა თაბაგარი





