საბა გოგლიჩიძემ, რომელმა იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში „ლეჩესთან“ სტუმრად ჩატარებულ შეხევდრაში კუნთის ტრავმა მიიღო და ეროვნული ნაკრების მატჩები გამოტოვა, „ემპოლის“ სასტარტოში ითამაშა.
მე-13 ტურში ტოსკანელები შინ „უდინეზეს“ შეხვდნენ და გუნდები ფრეზე გაიყარნენ – 1:1. გოგლიჩიძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მისთვის განვლილი თამაში იტალიის ჩემპიონატში მე-10 აღმოჩნდა. „ემპოლის“ განაცხადში ტრავმირებული საბა საზონოვი ისევ არ იყო.
მასპინძლებიდან ანგარიში პელეგრინიმ გახსნა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 75-ე წუთზე დევისმა გაიტანა. „ემპოლის“ 16 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





