იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში „ნაპოლიმ“ „რომას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარერმარბი ხვიჩა კვარაცხელია მასპინძლების სასტარტოში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. მას შეხევდრის მეორე წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ კართან ახლოს მდგომმა თავით ბურთი არაზუსტად გაგზავნა.
კვარაცხელიამ 54-ე წუთზე ზუსტი გადაცემა გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში გახსნილ დი ლორენცოს, რომელმაც ბურთი დაამუშავა და საჯარიმოში შესულმა რომელუ ლუკაკუ მოძებნა, რომელმაც ვარდნაში გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ნაპოლი“ 29 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





