ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა. მე-14 ტურში გრაცის „შტურმმა’, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კაპიტნობს შინ „კლაგენფურტს“ 7 უპასხუო გოლი გაიტანა. კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 38-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ, ბერეტმა ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. ოთარი, რომლის ანაგრიშზე მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 2 საგოლე პასია, 61-ე წუთზე შეცვალეს. მოქმედ ჩემპიონ „შტურმს“ 32 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა – მეორადგილოსან „ზალცბურგს“ 5 ქულითა ასწრებს.
ლაშა თაბაგარი





