დავითაშვილმა აუტსაიდერთან მოიგო, მიქაუტაძის ქულა გასვლაზე

0
44

„სენტ-ეტიენმა“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში შინ აუტსაიდერი „მონპელიე“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 87-ეზე შეცვალეს. მას მატჩამდე ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი პრიზი გადასცეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 47-ე წწუთზე ბუშარმა გაიტანა. „სენტ-ეტიენი“ 13 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
გიორგი მიქაუტაძე „ლიონში“ ისევ ცოტა ხანი ათამაშეს. ლიობელები „რენს“ ესტუმრნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1, ხოლო ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდი თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრები 38-ე წუთზე ჩერკიმ დააწინაურა, ხოლო „რენიდან“ საპასუხო ბურთი დიაკიტემ 55-ე წუთზე გაიტანა. „ლიონი“, რომელსაც სერიოზული ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 1-დან მოკვეთა ემუქრება, 19 ქულით 18 გუნდში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი