„ლივერპულმა“ „ბორნმუთს“ აჯობა – მამარდაშვილი სათადარიგოებში

0
0

„ლივერპულმა“, სადაც გიორგი მამარდაშვილი ირიცხება, ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურში სტუმრად „ბორნმუთს“ 2:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ დაპირისპირებას თვალი ისევ სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.
მატჩის 44-ე წუთზე მასპინძლები ლუის-პოტერმა დააწინაურა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-8 წუთზე მეტოქისთვის თავის ჩარტყმისთვის „ბორნმუთის“ უკრაინელი მცველი იარმოლიუკი გააძევეს.
62-ე წუთზე სტუმრებიდან თავი მუნიოსმა გამოიჩინა, ხოლო 70-ე წუთზე მასპინძლების კარი ისაკმა აიღო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ბორნმუთელთა მცველმა იანელტმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თამაში ნაადრევად დაასრულა. „ლივერპული“ 12 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი