„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
მე-14 ტურში ვალენსიელებმა სევილიის „ბეტისი“ მიიღეს და 4;2 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები მე-8 წუთზე სესარ ტარეგამ დააწინაურა. მე-14 წუთზე „ვალენსიას“ თავდამსხმელმა უგო დურომ ავტოგოლი მიითვალა და ანაგრიში გათანაბრდა.
50-ე წუთზე უგო დურომ უკვე მეტოქის კარი აიღო, ხოლო სამ წუთში დუბლი შეასრულა. 56-ე წუთზე დიეგო ლოპესის დარტყმის შემდეგ, ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაიზარდა. 66-ე წუთზე „ბეტისიდან“ თავი ჩიმი ავილამ გამოიჩინა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. ვალენსიელებმა „ბეტისთან“ დაპირისპირებამდე 2 თამაში ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
„ვალენსიას“ 10 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა. თუმცა, მაამრდაშვილის გუნდმა ვალენსიას რეგიონში მოხმდარი წყალდიდობის გამო, მეტოქეებთან შედარებით ორი მატჩით ნაკლები ჩაატარა.
სეგუნდა დივიზიონის მე-16 ტურში „გრანადამ“ „კადისი“ მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბი გიორგი წიტაიშვილი ამჯერად მასპინძლების სასტარტოში არ იყო და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. „გრანადა“ 26 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





