„კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, პოლონეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში სტუმრად ქულა ერთ-ერთ ლიდერ „ლეგიასთან“ აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის 26-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა ანგარიში 44-ე წუთზე გაათანაბრა. მიმდინარე სეზონში კაკაბაძემ პოლონეთის ექსტრაკლასში 11-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი გააკეთა. „კრაკოვია“ 12 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





