ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში „კარლსრუეს“ მაისურით გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თავისი მე-9 გოლი გაიტანა. მე-13 ტურში კარლსრუელები სტუმრად „ფიურტს“ შეხვდნენ და სამი ქულა აიღეს – 3;2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, ანგარიში გაათანაბრა – „კარლსრუეს“ ფეხბურთელის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო ბუდუმ ახლო მანძილიდან დაამატა. ის მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალეს.
ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირებში პირველ ადგილს იყოფს „დარმშტადტსი“ შვედ ფორვარდ ლიდბერგთან ერთად. „კარლსრუე“ 23 ქულით 18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




