ესპანეთის ეროვნული ნაკრების გარემარბი ლამინ იამალი “ბარსელონასთან” კონტრაქტს 6 წლით გაახანგრძლივებს, იუწყება Barca Universal. 17 წლის ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებას კლუბთან მას მერე დადებს, რაც 18 წლის გახდება. მისი გამოსასყიდი თანხა ერთი მილიარდი ევრო იქნება. იამალს ესპანურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
იამალი “ბარსელონას” აღზრდილია და პირველ გუნდში 2022-2023 წლების სეზონიდან თამაშობს. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 67 სეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





