ჩაკვეტაძის „უდინეზეს“ ზედიზედ მეხუთე მარცხი

0
2

„უდინეზემ“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, იტალიის სერია A-ში მიჯრით მეხუთე შეხვედრაში ქულაც ვერ აიღო. მე-7 ტურში უდინელები შინ „ლეჩესთან“ 0:3 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ზედიზედ მეორე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 64-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე პირველი ტაიმის შუაწელში შორი მანძილიდან დარტყმაა, როდესაც მეკარეს ბურთის შენარჩუნება არ გაჭირვებია.
თამაშის მე-11 წუთზე გალომ კუთხური ჩააწოდა და გასპარმა თავით ანგარიში გახსნა. 33-ე წუთზე „ლეჩემ“ კიდევ ერთი კუთხური შეასრულა და ტიაგო გაბრიელის თავურის მერე, კარის წინ მდგომ დრის ბურთი მკერდში მოხვდა და ბადეში გაეხვა. 86-ე წუთზე საბოლოო წერტილი სიებერტმა დასვა.
„უდინეზე“ 4 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა და საეჭვოა, რომ გუნდის გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა პოსტი შეინარჩუნოს.
ლაშა თაბაგარი