რონალდოს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტობა სურს

0
50

ლეგენდარულ ბრაზილიელ თავდამსხმელ რონალდოს თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის კონფედერაციის პრეზიდენტობა სურს.
„წლების განმავლობაში ვსაუბრობდი ჩემს იდეაზე, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი გავმხდარიყავი. ჩემი სურვილი არ შეცვლილა. ჩვენ შესაფერის მომენტს ველოდებით და მე მზად ვარ. ბრაზილიურ ფეხბურთს დიდი ცვლილებები სჭირდება. ახლა კანდიდატი არ ვარ, რადგან არჩევნები დაგეგმილი არაა. ეს უბრალოდ ჩემი სურვილია“ – იუწყება ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ორჯერ მომგები „ფენომენის“ ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ლაშა თაბაგარი