პსჟ-ს მარჯვენა მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. მან ფრანგულ გრანდს თავისი ბედი 2029 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა.
26 წლის ჰაკიმი პსჟ-ში 2021 წლის ზაფხულში მილანის “ინტერიდან” გადავიდა. მან პარიზულ გუნდში ყველა ტურნირში 133-ჯერ ითამაშა და 16 გოლის გატანის გარდა, 22 საგოლე პასი გააკეთა.
მაროკოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1 სამჯერ მოიგო, ხოლო ერთხელ საფრანგეთის თასს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი





