პეპ გვარდიოლამ “მანჩესტერ სიტისთან” ახალი კონტრაქტი დადო. 53 წლის ესპანელმა სპეციალისტი ინგლისურ კლუბში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება. ხელ;შეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი წელი ავტომატურად გაგრძელდება.
გვარდიოლა “სიტის” 2016 წლის ზაფხულიდან წვრთნის. მისი ხელმძღბვანელობით მანჩესტერელებმა ინგლისის პრემიერლიგა 6-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი ოთხჯე, ინგლისის ასოციაციის თასი ორჯერ, ინგლისის სუპერთასი სამჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





