როდრი: „მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა“

0
55

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ როდრის,  ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ არგენტინელი ლიონელ მესი მიაჩნია.
„ეჭვი არ მეპარება, რომ მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. კრიშტიანუ მესისთან გატოლება თანდაყოლილი ნიჭის გარეშე მოახერხა. თუმცა, ვისაც მათ წინააღმდეგ უთამაშია, განსხვავებას ხვდება.
ჩვენ არ გვინდოდა, რომ კრიშტიანუ საჯარიმოში შემოსულიყო, რადგან ეს სასიკვდილოდ სახიფათო იყო. მესი საჯარიმოში ყოველთვის შემოდიოდა და დიდ პრობლემას გვიქმნიდა. მესი, როდესაც ბურთს იღებდა, ვამბობდით: „სახიფათოა“.
მის წინააღმდეგ როდესაც ვთამაშობდი, ბურთის ართმევას ვცდილობდი, მაგრამ ყოველთვის მისხლტებოდა“ – იუწყება Mundo Deportivo როდრის სიტყვენს, რომელმაც წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ასევე „ოქროს ბურთს“ დაეუფლა. ის ლუის სუარესის შემდეგ, მეორე ესპანელი, რომელსაც „ოქროს ბურთი“ გადასცეს.
ლაშა თაბაგარი