ხერარდო მარტინომ „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. არგენტინელი სპეციალისტი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებდა, თანანამდებობიდან პირადი მიზეზის გამო გადადგა.
62 წლის მარტინო „ინტერ მაიამის“ სათავეში 2023 წლის ზაფხულში ჩაუდგა. მის ხელმძღვანელობით გუნდმა 67 მატჩი ჩაატარა – 38 მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და 16 წააგო.
„ინტერ მაიამი“ წელს MLS-ის 1/8-ფინალიდან საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ გამოთიშა. მაიამელთა ახალი თავკაცის კანდიდატებად ესპანელი ხავი და არგენტინელი ხავიერ მასკერანო დასახელდნენ.
ლაშა თაბაგარი




