ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის მომგები ხუან მატა, რომელიც ავსტრალიის “ვესტერ სიდნეი უონდერერესში” გამოდის, MLS საფეხბურთო კლუბ “სან დიეგოს” ერთ-ერთი თანამფლობელი გახდა.
“საფეხბურთო კლუბი “სან დიეგო” იუწყება, რომ კლუბის მეპატრონეების ჯგუფში ძალიან დიდი მატებაა- ესპანური ფეხბურთის ლეგენდა და მსოფლიო ჩემპიონი ხუან მატა პარტნიორის სახით შეუერთდა. მატა პირველი საერთაშორის მოქმედი ფეხბურთელია, რომელსაც წილი Major League Soccer-ში (MLS) აქცს. ის დევიდ ბექჰემის შემდეგ, მხოლოდ მეორე საერთაშორისო მოთამაშეა, რომელიც MLS-ს კლუბის ერთ-ერთი თანამფლობელი გახდა” – იუწყება “სან დიეგოს” ოფიციალური ვებგვერდი.
36 წლის მატა “ვესტერნ სიდნეი უონდერერსს” მიმდინარე წლის 5 სექტემბერს შეუერთდა.
ლაშა თაბაგარი




