კვერნაძე „ფროზინონეს“ სასტარტოში დამკვიდრა

0
68

გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდა. იტალიის სერია B-ს მე-13 ტურში „ფროზინონე“ შინ „პალერმოს“ დაუზავდა – 1:1, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა სასტარტოში ზედიზედ მეოთხე თამაში ჩაატარა. ის 81-ე წუთზე შეცვალეს.
პალერმოელები მე-2 წუთზე რობერტო ინსინიემ დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან საპასუსო ბურთი მე-16 წუთზე ბრაკალიამ გაიტანა.
„ფროზინონემ“ მიჯრით ოთხი შეხვედრა ფრედ დაასრულა და 10 ქულით 20 გუნდში ბოლო ადგილზეა, მაგრამ მე-17 პოზიციაზე მყოფ „ჩიტადელას’ მხოლოდ ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი