გოგლიჩიძემ ტრავმა მიიღო

0
55

საბა გოგლიჩიძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, „ემპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმის გამო „ლეჩესთან“ სტუმრად 1:1 დასრულებული შეხვედრა ვერ დაასრულა.
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველს 61-ე წუთზე მარცხენა ფეხის კუნთი დაეჭიმა და შეცვალეს. იმედია, მისი ტრავმა სერიოზული არაა და ნოემბერში ნაკრებს როგორც უკრაინასთან საშინაო, ასევე ჩეხეთთან საგარეო შეხვედრაში დაეხმარება.
|გოგლიჩიძს შეცვლამდე „ემპოლი“ 33-ე წუთზე პელეგრიმ დააწინაურა, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 77-ე წუთზე პიეროტიმ გაიტანა.
„ემპოლის“ 15 ქულა აქვს და 20-გუნდიან სერია A-ში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი