უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-13 ტურში „ქართული“ დერბი შედგა – ნიკა კვეკვესკირის „ნირედჰაზამ“ ილია ბერიაშვილის მტკ მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ბერიაშვილმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. კვეკვესკირმა, რომელიც უნგრეთში სადებიუტო სეზონს ატარებს მხოლოდ მეოთხეჯერ ითამაშა და ამის მიზეზი ტრავმაა. ბერიაშვილმა მიმდინარე სეზონში თორმეტივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
მტკ 22 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა, ხოლო ნირედჰაზა 15 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი





