პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, ინდივიდუალურ ჯილდოებზე განსაკუთრებით არ ფიქრობს.
„ვიმედოვნებ, რომ „ოქროს ბურთს“ მოვიგებ? პსჟ-ს ნებისმიერ მოთამაშეს რომ ჰკითხო, ინდივიდუალურ ჯილდოებზე განსაკუთრებით არ ვფიქრობთ ამ პრიზებს მხოლოს გუნდის წარმატების დროს იღებ. არის ხალხი, რომელთა გადასაწყვეტია „ოქროს ბურთს“ ვინ მიიღებს.
პსჟ-ში მისვლის შემდე, ყველა ტიტული მოვიგეთ. უსმან დემბელემ როდესაც „ოქროს ბურთი“ მიიღო, ვუთხარი, რომ აქ მისთვის „ოქროს ბურთის“ და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დასახმარებლად მოვედი“ – იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის კაპიტნის ნათქვამს The Athletic.
პსჟ-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 85 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩამ პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. იგი „ნაპოლის“ მაისურით 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ლაშა თაბაგარი





