საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი საყვარელი მეტსახელი დაასახელა.
„საყვარელი მეტსახელი? ყველაზე მეტად „კვარადონა“ მომწონს. ძალიან მეამაყება, რომ „ნაპოლიში“ ვთამაშობდი. ასე როდესაც მეძახიან პრივილეგიაცაა და წნეხიც, რადგან ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს როცა გადარებენ, გამკლავება მართლაც რთულია. მარადონას ვერავის შეადარებ, მაგრამ ჩემთვის ეს სასიამოვნოა“ – იუწყება The Athletic პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერის ნათქვამს.
პსჟ-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 85 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩამ პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. იგი „ნაპოლის“ მაისურით 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ლაშა თაბაგარი





