გურამ კაშიამ მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-13 ტურში ბრატისლავას „სლოვანი“ სტუმრად „პოდბერეზოვას“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. 76-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, „სლოვანის“ შეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მარცელმა ძლიერად დაარტყა კარის გასწვრივ, რომლის შორეულ ძელთან მდგომმა კაშიამ თავისი გუნდი დააწინაურა – 2:1. ცნობისთვი, ამ სეზონში კაშიამ ერთი გოლი სლოვაკეთის თასზე გაიტანა.
მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 31 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
მოლდოვის ჩემპიონატში ტირასპოლის „შერიფმა“ სტუმრად „მილსამის“ 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. ტირასპოელებიდან 38-ე წუთზე ანგარიში ვლადიმერ მამუჩაჩვილმა გახსნა, რომელიც 81-ე წუთზე შეცვალეს. ის მოლდოვის ყველაზე ტიტულიან გუნდში სადებიუტო სეზონს ატარებს და მეტოქეთა კარი უკვე 5-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი კაშიას პირველი გოლი, მამუჩაშვილის მეხუთე