„რიგასმა“, რომელშიც ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე გამოდიან, ლატვიის თასი მოიგო. ფინალში რიგელები „აუდას“ შეხვდნენ და დამატებით დროში ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს.
ქართველი ნახევარმცველებიდან სასტარტო შემადგენლობაში სილაგაძემ ითამაშა და 86-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ოდიშარია ტრავმის გამო, განაცხადში არ იყო. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულა და დამატებით დროში „რიგასმა“ კიდევ ორი ბურთი გაიტანა.
“გრანადა” ესპანეთის თასის 1/32-ფინალში გავიდა. 1/64-ფინალში გრანადელებმა სტუმრად “კორტესს” 2:0 აჯობეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა შემადგნელობაში 68-ე წუთიდან ითამაშა.
ლაშა თაბაგარი




