შენგელიამ საბერძნეთის თასზე გაიტანა

0
18

ლევან შენგელიამ თავი საბერძნეთის თასზე გამოიჩინა. ოფი-მ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის 1.8-ფინალში „ვოლოსი“ მიიღო და 3:1 დაამარცხა.
შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 2:1 იგებდა, მეტოქის კარი აიღო – საჯარიმოში მყოფმა თანაგუნდელის პასის მერე ბურთი “ცხრიანში” გაგზავნა. მანამდე, მან 25-ე წუთზე ქუსლით საჯარიმოში კარგი პასი გაუკეთა თანაგუნდელს, რომელმაც ანგარიში გაათანრა. ის 85-ე წუთზე შეცვალეს.
შენგელია ოფი-ში სადებიუტო სეზონს ატარებს და თასზე თავი პირველად გამოიჩინა. მან საბერძნეთის სუპერლიგაში 7-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი