ბერიაშვილი თასისთვის ბრძოლას აგრძელებს

0
12

მტკ, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ილია ბერიაშვილია, უნგრეთის თასის 1/8-ფინალში გავიდა. 1/16-ფინალში მტკ სტუმრად „სეგედს“ შეხვდა და 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 42-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, რადგან მტკ სამბურთიანი სხვაობით იგებდა და დაასვენეს.
დანიის თასის 1/4-ფინალშია „კოპენჰაგენი“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის. კოპენჰაგენელებმა გასვლაზე „სონდერისკეს“ სძლიეს, მაგრამ ჩვენი ეროვნული გუნდის მცველს არ უთამაშია.
დონეცკის “შახტარი” უკრაინის თასის 1/4-ფინალშია. 1/8-ფინალში დონეცკელებმა თავის მოედანზე ლუგანსკის “ზორიას” 1:0 აჯობეს. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ირაკლი აზაროვმა ორი ტაიმი ითამაშა.
ლაშა თაბაგარი