ეგოიანმა თავი ნიდერლანდების თასზე გამოიჩინა

0
65

ირაკლი ეგოინმა „ვიტესის“ მაისურით გოლი ნიდერლანდების თასზეც გაიტანა. 1/32-ფინალაში არნემელები სტუმრად „ვალვაიკს“ შეხვდნენ და 1:3 წააგეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი მე-60 წუთზე აიღო, როდესაც სტუმრები 0:3 აგებდნენ.
ეგოიანმა თასზე თავი პირველად გამოიჩინა, ხოლო ნიდერლანდების რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა. ის „ტვენტეს“ აღზრდილია და „ვიტესში“ სადებიუტო სეზონს ატარებს.
ლაშა თაბაგარი