კვერნაძის პირველი სრული მატჩი და საგოლე პასი

0
14

გიორგი კვერნაძე მიმდინარე სეზონში „ფროზინონეს“ სასტარტო შემადგენლობაში მეორედ მოხვდა და შეუცვლელად პირველი მატჩი ჩაატარა,
იტალიის სერია B-ს მე-11 ტურში „ფროზინონე“ სტუმრად „სუდტიროლს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 56-ე წუთზე კვერნაძის გადაცემით მარჩიზამ დააწინაურა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 74-ე წუთზე გაიტანეს.
„ფროზინონეს“ 8 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი