ალთუნაშვილის გატანილი პენალტი და მომდევნო ეტაპი

0
84

„ვოლფსბერგი“, რომელშიც სანდრო ალთუნაშვილი ირიცხება, ავსტრიის თასის 1/4-ფინალში გავიდა. 1/8-ფინალში „ვოლფსბერგმა“ „კლაგენფურტი“ მიიღო და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 107 წუთზე ჩაერთო. ალთუნაშვილმა პენალტების სერიაში თავისი შანსი გამოიყენა და „ვოლფსბერგს“ შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა.
ლაშა თაბაგარი