კიტეიშვილი ავსტრიის თასის 1/4-ფინალშია

0
16

გრაცის „შტურმი“, რომლის კაპიტანი ოთარ კიტეიშვილია, ავსტრიის თასის 1/4-ფინალში გავიდა.
ავსტრიის მოქმედმა ჩემპიონმა და თასის მფლობელმა „ლინცი“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებიდან 24-ე წუთზე ანგარიში ზვონარეკმა გახსნა, ხოლო 33-ე წუთზე იარდიმჩიმ გრაცელები კიდევ უფრო დააწინაურა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე დანილო მიტროვიჩმა გაიტანა.
ლაშა თაბაგარი