“კარლსრუე” გერმანიის თასის 1/8-ფინალში გავიდა და თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეიტანა. 1/16-ფინალში კარლსრუელები სტუმრად რეგიონალიგის “ოფენბახს” დაუპრიისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს. ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე ანგარიში გახსნა – საჯარიმოში მეტოქის კარისკენ ზურგი მდგომმა ბურთი მიიღო და მცველთან ორთაბრძოლაში სუსტი დარტყმით კარში გაგზავნა. ეს მისი მეორე გოლია თასზე, ხოლო მეორე ბუნდესლიგაში თავი ამ სეზონში 7-ჯერ გამოიჩინა. გარდა ამისა, ზივზივაძემ ჩემპიონატში 2 საგოლე პასი მიითვალა. ხოლო თასზე – 1.
ლაშა თაბაგარი
