ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი საუცხოო მატჩი ჩაატარა. იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურში ნეაპოლელები სტუმრად “მილანს” დაუპირისპირდნენ და საქართველოს ეროვნული ნაკრების დიდი დასმსახურებაა, რომ სამი ქულა აიღეს.
კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე საუცხოო გოლი გაიტანა, როდესაც მეტოქის ნახევარზე მყოფმა მარცხენა ფლანგიდან თავის სტილში ცენტრისკენ შეიწია და მას მერე რაც ორი მილანელს გაცდა დაახლოებით 20 მეტრიდან შორეელ დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. მანამდე, მე-5 წუთზე ანგარიში რომელუ ლუკაკუმ გახსნა. კვარაცხელია 77-ე წუთზე შეცვალეს და მან შეხვედრის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი მიიღო, რაც მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა. პირველად საუკეთესოდ ჩემპიონატის სტარტზე “ბოლონიასთან” მოგებულ თამაშში დაასახელეს.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირში 100 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი მიითალა, რაც მშვენიერი შედეგია. უშუალოდ მიმდინარე სეზონს რაც შეეხება, 23 წლის კვარაცხელიამ სერია A-სი გამართულ10 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო და 2 საგოლე პასი გააკეთა. “ნაპოლი” 25 ქულით პირველ ადგილზეა და მოქმედ ჩემპიონ მილანის “ინტერს”, რომელიც მეორეა, 7 ქულით ასწრებს.
სერია B-ს მე-11 ტურში “კრემონეზემ” გასვლაზე “მოდენასთან” 2:2 ითამაშა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი კრემონელთა შემადგენლობაში ისევ არ ათამაშეს. “კრემონეზე” 18 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
