ქოჩორაშვილმა “ლევანტეს” გამარჯვებას სათავე დაუდო

0
48

გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში „ლევანტეს“ მაისურით ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მესამე გოლი გაიტანა, რაც მის გუნდს სამი ქულის აღებაში ძალიან დაეხმარა.
მე-12 ტურში „ლევანტე“ სტუმრად გიორგი წიტაიშვილის „გრანადას“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო.
მე-18 წუთზე „ლევანტემ“ კუთხური გაითამაშა და ქოცორაშვილმა მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი, რომელიც მარცხენა ფეხით დაბალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა. 31-ე წუთზე მასპინძლების კარი პაბლო მარტინესმა აიღო.
მიუხედავად იმისა, რომ წიტაიშვილი თავის გუნდში ყველაზე აქტიური იყო, მაიჯნც შეცვალეს. ქოჩორაშვილმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. „გრანადადან“ ერთი საპასუხო ბურთი 58-ე წუთზე რიკარდ სანჩესმა გაიტანა.
„ლევანტე“ 21 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა, ხოლო „გრანადა“ 19 ქულით მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი