თურქეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
0

თურქეთის ეროვნულ გუნდს სერგენ იალჩინი გაწვრთნის, რის შესახებ ნახსენები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
53 წლის იალჩინი 27-ე თურქი მწვრთნელია, რომელიც ნაკრებს უხელმძღვანელებს, მან ვიჩენცო მონტელა შეცვალა. იტალიელი თურქეთს 2023 წლიდან ავარჯიშებდა და თანამდებობიდა ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონში ზედიზედ ოთხი თამაშის წაგების – ორჯერ იტალიასთან (1:4, 1:3), საფრანგეთთან (0:1) და ბელგიასთან (0:3) გამო დაითხოვეს.
იალჩინი ბოლოს სტამბოლის „ბეშიქთაშს“ უძღვებოდა, რომელიც 2026 წლის მაისში დატოვა. მან გუნდს 2021 წელს თურქეთის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა. მანამდე, ის „ალანიასფორს“, „ქონიასფორს“, „ესკიშეხირსფორს“, „ქაისერისფორს“, „სივასფორს“ და „გაზიანთეფსფორს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი