საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და პსჟ-ს ერთ-ერთი ლდიერი ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული ჟურნალის Onze Mondial-ის მიერ შედგენილ 2025-2026 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამ ჟურნალის მიერ დაწესებული პრიზი, რომლის სახელწოდებაცაა Onze d’Or წელს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ მოიგო, ხოლო კვარაცხელია გამოკითხვაში მესამე ადგილზე გავიდა.
სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
ემილიანი მარტინესი („ასტონ ვილა“/“ჩელსი“), იულიან რიუერსონი („ბორუსია“, დორმუნდი), უპამეკანო („ბაიერნი“), პაჩო (პსჟ), ინკაპიე („არსენალი“), ჟოაუ ნევეში (პსჟ), პედრი („ბარსელონა“), ბრუნუ ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“), ლუის დიასი („ბაიერნი“), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), კილიან მბაპე („რეალი“).
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს ლონდონში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება და ამ პრესტიჟული პრიზის მოგების კანდიდატებს შორის კვარაცხელიაცაა.
ლაშა თაბაგარი





