მამარდაშვილმა „ვალენსიას“ ქულა ააღებინა

0
23

„ვალენსიამ“, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში სტუმრად ქულა „ხეტაფესთან“ აიღო და საქართველოს ნაკრების მეკარემ დიდი წვლილი შეიტანა, რომ „ღამურები“ კიდევ ერთხელ არ დამარცხდნენ.
„ვალენსია“ 36-ე წუთზე ბარენეჩეამ დააწინაურა. 90-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც არამბარიმ გამოიყენა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მამარდაშვილმა ერთ ეპიზოდში საუცარი რეაქცია გამოავლინა და ზედიზედ ორი ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია. „ვალენსია“ 7 ქულით ისევ 20-გუნდიანი სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.
ლაშა თაბაგარი