საბა გოგლიჩიძემ იტალიის სერია A-ში შეუცვლელად კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა, მაგრამ „ემპოლიმ“ ისევ ვერ მოიგო.
მე-9 ტურში ტოსკანელები გასვლაზე „პარმას“ დაუპირისპირდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. „ემპოლი“ მას მერე დაწინაურდა, რაც მასპინძლების მცველმა კულიბალიმ ბურთი თავის კარში გაიტანა. მე-80 წუთზე „პარმადან“ მეტოქის კარი ჩაპენტიემ აიღო.
„ემპოლის“ ზედიზედ ოთხი ტურია არ მოუგია – ორი ფრე და ორი წაგება, რის გამო 11 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზე დაქვეითდა.
დანიის სუპერლიგის მე-13 ტურში „კოპენჰაგენმა“ გასვლაზე „ბრონდბიუსთან“ უგოლო ფრე ითამაშა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა სრული მატჩი ჩაატარა. „კოპენჰაგენი“ 25 ქულით 12 გუნდში მეორე ადგილზეა.
ლასა თაბაგარი
